- Advertisement -

კასპში, საკორინთლო-ახალშენის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება მაღალმთიანი სოფელ საკორინთლო -ახალშენასთან მისასვლელი გზის მშენებლობა.

პროექტი, მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ითვალისწინებს ბეტონის კივუეტების, ლითონის ცხაურების, ეზოებში შესასვლელი ლითონის მილების, საგზაო სამოსის-ასფალტო ბეტონის და საგზაო ნიშნების მოწყობას. 

ძირითადი გზის სიგრზე 2 700 მეტრია, რომლის სამუშაოებს შპს „იბოლია“ ახორციელებს. 

გზის სამუშაოები დაფინანსებულია ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის #259 განკარგულების შესაბამისად.

კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

Comments
Loading...