კასპში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 სექტემბერი, 2018 76 25 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს აფხაზეთში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მებრძოლებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მამა გიორგიმ ჩაატარა. ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია. ყველა მათგანი გმირია, მათ ხომ საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სადარაჯოზე დატოვეს. ღონისძიება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგარძელდა, სადაც ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ბრძოლის ამსახველი კადრები იქნა ნაჩვენები. კასპიმემორიალისოხუმის დაცემის დღე