- Advertisement -

კასპში, სოფელ კავთისხევში საავტომობილო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სოფელ კავთისხევში, მდინარე კავთურაზე მდებარე საავტომობილო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდა სახელმწიფო გზის დამაკავშირებელი ხიდის სამუშაოებს, შპს „ბესკო“  საქართველოს გზების დეპარტამენტის დაკვეთით აწარმოებს. მშენებელი პარალელურად მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუსაოებსაც ახორციელებს.

არსებული ხიდი მოძველებული და საფრთხის შემცველი იყო. მისი რეაბილიტაციის შემდეგ კი ხიდზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება.

Comments
Loading...