კასპში, სოფელ ქვემო ჭალაში, ხიდის რეაბილიტაცია ჩაუტარდა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 აგვისტო, 2018 106 სოფელ ქვემო ჭალაში მდინარე ლეხურაზე მდებარე საავტომობილო ხიდს – გზებისა და ხიდების მოვლა პატრონობის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ხიდს, რომლის სიგრძე 50 მეტრია მოეწყო წყალამრიდები, მოაჯირები, გასუფთავდა გვერდულები. აღნიშნული ხიდი სოფლის ორ მხარესა და გამყოფი ხაზის პირა სოფლებს ახალშენას და საკორინთლოს ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულთან აკავშირებს. რეაბილიტირებული ხიდი ხელს შეუწყობს, როგორც ტრანსპორტის ისე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.