- Advertisement -

კასპში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე ტრენინგი გაიმართა

28 თებერვალს, კასპის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოქმედი საოჯახო სასტუმროების და ღვინის მარნების სურსათის უვნებლობის საკითხებზე, კერძოდ „ჰიგიენა და უსაფრთხოება“ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს საოჯახო სასტუმროების მართვის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები და მარნების მეპატრონეები ესწრებოდნენ.

ტრენინგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, შიდა ქართლის ტურისტული კავშირი ,,მეგზურის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა. 

ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატები გადაეცათ. ამის სესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

Comments
Loading...