- Advertisement -

კასპში 9 აპრილის ტრაგედიის 29-ე წელი აღინიშნა

დღეს, კასპში 9 აპრილის ტრაგედიის 29-ე წელი აღინიშნა. ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სადაც მისი ბიუსტი დგას შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 

ბიუსტის გვირგინით შემკობის შემდეგ, პროცესია კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისკენ გაემართა და მუზეუმში 9 აპრილის ფოტო – გამოფენა დაათვალიერეს.

ღონისძიებაზე ტრაგედიის ამსახველი მონტაჟი, კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

Comments
Loading...