- Advertisement -

კახეთის გუბერნატორის მოადგილესა და “ნაცმოძრაობას” შორის შეხვედრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

თელავში “ნაციონალური მოძრაობის” აქციის პარალელურად, პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მხარდამჭერებთან ერთად, კახეთის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

გიორგი ბოტკოველმა ყოფილი გუბერნატორის , ირაკლი შიოლაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

საქმე ეხება, ყოფილი გუბერნატორის მამის, გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშის გარდაცვალებას. ნაციონალების თქმით, ფაქტის გამოძიება არ მოხდა.

გიორგი ბოტკოველმა გუბერნატორის მოადგილეს დედოფლისწყაროში პარტიის ოფისზე თავდასხმაც გაახსენა და აღნიშნა, რომ ეს საქმეც ამ დრომდე გამოუძიებელია.

ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ გივი მეტრეველმა “ნაცმოძრაობის” მოქმედებები პროვოკაციად შეაფასა.

“როცა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ან ამ თემაზე უკვე ბევრჯერ გაკეთდა განცხადებები, სისულელეა წინასაარჩევნოდ კვლავ ამ საკითხებით სპეკულირება. სალაპარაკო მეტი არ აქვთ და აბსურდზე აკეთებენ განცხადებებს ” – განაცხადა გივი მეტრეველმა.

Comments
Loading...