- Advertisement -

კახეთის მუნიციპალიტეტებში სააღდგომოდ პრემიების გაცემა არ იგეგმება

მიიღებენ თუ არა წინასააღდგომო პრემიებს კახეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები – ამ კითხვით "აიპრესმა" ყველა მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც აღმოჩნდა, სახელფასო დანამატის თანხა სააღდგომოდ არცერთი თვითმმართველობის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატისთვის თანხა არა სააღდგომოდ, არამედ საერთოდ არ არის განსაზღვრული.

სახელფასო დანამატი წლის განმავლობაში ყველა თანამშრომლისთვის არ იქნება გათვალისწინებული და თანხა შეიძლება აიღოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც დამატებით ფუნქციას შეასრულებს. გურჯაანში 2018 წელს სახელფასო დანამატისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი, ყვარელში დაახლოებით – 50 000 ლარი, სიღნაღის მერიაში განმარტეს, რომ სახელფასო ფონდში ცვლილება უნდა აისახოს და თანხა ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ახმეტაში სახელფასო დანამატის თანხა წინასწარ არ არის გათვალისწინებული და აცხადებენ, რომ თანხა თანამდებობრივი სარგოს ფონდში არსებული ეკონოომიიდან შეიძლება გაიცეს. ამ მიმართულებით თანხა წინასწარ არც თელავშია განსაზღვრული, თუმცა ამბობენ, რომ დანამატის გაცემა შესაძლოა სახელფასო ფონდში წარმოქმნილი ეკომონომიის ფარგლებში მოხდეს.

Comments
Loading...