- Advertisement -

კახეთის რეგიონში აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კახეთის რეგიონში აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 12 საათზე მეტია "ენერგო- პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ელექტრობოძების გამო, მოსახლეობას დენის მიწოდება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღუდგება.

ძლიერი ქარის შედეგად რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში რამდენიმე ასეულ აბონენტს ელექტრომომარაგება შეუწყდა. მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა.

Comments
Loading...