კახეთის რეგიონში ამ დროისთვის წითელას 85 შემთხვევაა გამოვლენილი ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 31 იანვარი, 2019 64 მწვავე ვირუსული ინფექცია ძირითადად 1 წლამდე და 20-40 წლამდე ასაკის პირებს უფიქსირდებათ. “ახალი წლის დასაწყისიდან უკვე ერთი თვეა გასული და კახეთის რეგიონში წითელას 85 შემთხვევაა დაფიქსირებული ამ დროის განმავლობაში. შემთხვევების უმეტესობა დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და ახმეტის რაიონებშია დაფიქსირებული. წითელაზე აცრის მსურველთა მომართვიანობა კი საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, გასული ერთი კვირის განმავლობაში 3700 მოქალაქე აიცრა მხოლოდ კახეთის რეგიონში”,- განუცხადა ,,აიპრესს,, დავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა. კახეთიწითელა