- Advertisement -

კახეთის რეგიონში დღეის მონაცემებით წითელას 70 შემთხვევა ფიქსირდება

კახეთის რეგიონში დღეის მონაცემებით წითელას 70 შემთხვევა ფიქსირდება – ამის შესახებ ,,აიპრესს,, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა სამ რაიონში, საგარეჯოში, ყვარელსა და ახმეტაშია დაფიქსირებული. დაავადებულ პირთა ასაკი კი ძირითადად 21-40 წლამდე მერყეობს.მისივე თქმით, ამ ეტაპზე შესაბამისი ვაქცინით უკვე 1500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

,,ამ წუთის მონაცემებით 70 შემთხვევაა დაფიქსირებული კახეთის რეგიონში. საგარეჯოში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ახლა უკვე ყვარელსა და ახმეტაში იმატა დაავადებულთა რაოდრნობამ.რაც შეეხება თელავს, სამი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებული პაციენტების ასაკი 20-40 წლამდეა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ აიცრან, რადგან ეს არის წითელას ინფექციისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება.,,- განუცხადა ,,აიპრესს,, ნელი ხიზანიშვილმა

Comments
Loading...