- Advertisement -

კახეთის რეგიონში წითელას არცერთი ოფიცილაურად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის ოფისის ინფორმაციით, წითელას ეპიდაფეთქების საშიშროების მიუხედავად, კახეთის რეგიონში წითელას არცერთი ოფიცილაურად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. 

"სამი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელზეც შეგვეძლო გვეეჭვა, რომ ეს შეიძლებოდა წითელა ყოფილიყო, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული ამ დრომდე არც ერთი არ არის. ამის თქმა დანამდვილებით მას შემდეგ შეგვეძლება, რაც სამივე პაციენტის სისხლის ანალიზის პასუხები გვეცოდინება. თუმცა ამ კუთხით, რეგიონში ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს." – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღბანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

Comments
Loading...