კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მილიონ ლარს მიაღწია კახეთის მხარე დამატების თარიღი 22 სექტემბერი, 2017 566 რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 70 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 31,3 ათასი ტონა რქაწითელი, 34 ათასი ტონა საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 90-მდე ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,8 ათას ტონას აღწევს. ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.