- Advertisement -

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 107 000 მილიონ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 96 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 107,8 მლნ ლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,2 ათასი ტონა შეადგინა.

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 44 ათასი ტონა საფერავი, 2,88 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი ყურძენი გადამიშავებულია ყვარელში – 30,5 ათასი ტონა, გურჯაანში – 26,8 ათასი ტონა, თელავში – 18 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,8 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,4 ათასი ტონა, ახმეტაში – 3,1 ათასი ტონა და საგარეჯოში – 3,2 ათასი ტონა.

Comments
Loading...