- Advertisement -

კახეთში მეორე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მეორე დღეა სტიქის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს კახეთში. სპეციალური ტექნიკით იწმინდება ცენტრალური ქუჩები და შიდა საუბნო გზები. მაშველებმა დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები უკვე დაასრულეს.

დაზარალებული მოსახლეობის თქმით, სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში წყლის გადმოვარდნა სანიაღვრე არხების არარსებობამ გამოიწვია.

"დიდიხანია ვითხოვთ, გააკეთონ სანიაღვრე არხები, სანამ სულ არ წაგვიღებს,ალბათ არავინ იქნება მანამდე ჩვენი პატრონი“ – აცხადებს ანაგის მკვიდრი დარეჯან ყატაშვილი.

ამ დრომდე ვერ მოხერხდა ალაზნის პირას არსებულ სასოფლო – სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის გაწმენდაც.

ანაგაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. როგორც მინისტრის მოდგილემ აღნიშნა, საჭიროა სისტემური პროექტის განხორციელება ღვარცოფული მდინარეების და ხევების კალაპოტებზე პრევენციული ზომების გასატარებლად. დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება

Comments
Loading...