- Advertisement -

ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა და “თელავის ღვინის მარანმა” კახეთში მოქმედ კოვიდ კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

კახეთში მოქმედ კოვიდ კლინინიკიებს ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, და ლეპტოპები სამედიცინო დაწესებულებებს გადასცა.

ქველმოქმედებას შეუერთდა
თელავის ღვინის მარანიც, კომპანიამ 15 ერთეული სპეცსაწოლი თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა.

კახეთის რეგიონში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5000 -ს გადააჭარბა.

covid 19 ინფექციის ზრდის მიუხედავად,გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს,რომ ეპიდ სიტუაცია სტაბილური და მართვადია.

“თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედმა ,,თელავის ღვინის მარანმა” 15 ცალი პროფესიონალური საწოლი თელავის რაიონალურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცა . ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ საავადმყოფოში პაციენტების მიღებას.
გარდა ამისა, ჩვენმა თელავის მკვიდრმა, ამერიკაში მოღვაწე ექიმმა გადასცა ამ საავადმყოფოს ჟანგბადის კონცენტრატირები, 100 ცალი პულსოქსიმეტრი.
კახეთში ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან პატარა გარდაცვალების კოეფიციენტი გვაქვს , ეს მიუთითებს ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმზე და თავდადებაზე იმიტომ, რომ დღე-ღამურ რეჟიმში მკურნალობა ინტენსიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის მეშვეობით, სახლში მკურნალობა ასევე, ინტენსიურ ფორმაშია.
კახეთში დაინერგა საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიწონა პრემიერმა და პროფესიონალურად შეაფასდა ასევე ამირან გამყრელიძემ.
დღეს იგეგმება, რომ მსგავსი პროგრამა ხელმისაწვდომი გახდეს სხვა რეგიონებისთვისაც” – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

Comments
Loading...