კახეთში საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის ჩატარება იგეგმება ipressკახეთის მხარე დამატების თარიღი 20 მარტი, 2019 65 კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდიანრეობს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეკონომიკური ფორუმი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდება. „მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მოლაპარაკებები სხვადასხვა უწყებებთან საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის კახეთის რეგიონში გამართვასთან დაკავშირებით. ეს ფორუმი ჩატარდება სპეციალურად კახეთის რეგიონისთვის. ფორუმზე მოწვეული იქნებიან უცხოელი ინვესტორები, რომელთაც ადგილზე წარვუდგენთ კახეთის რეგიონის პოტენციალს, ასევე გავაცნობთ რეგიონის განვითარების ხედვასა და კონცეფციას. ვფიქრობთ, კახეთის რეგიონში ფორუმის ჩატარება კარგი პლატფორმა იქნება სამომავლოდ სხვა რეგიონებისთვის“- განაცხადა ქადაგიშვილმა. კახეთიფორუმი