- Advertisement -

კახეთში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულს ოპერაცია უტარდება

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთ მათგანს კი ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

,,ორი დაშავებული დაახლოებით 20 წუთის წინ შემოიყვანეს ჩვენთან. ერთი მათგანი ამ წუთას ქირურგიულ ბლოკშია, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. აღენიშნება გულმკერდისა და მუცლის ღრუს ტრავმები. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას აქვს გულმკერდის ტრავმა, ნეკნების მოტეხილება და ამ დროისთვის ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება.“- განუცხადა ,,აიპრესს,, საავადმყოფოა ხათუნა ჭონიაშვილმა.

Comments
Loading...