კახეთში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა” დაიწყო კახეთის მხარე დამატების თარიღი 2 სექტემბერი, 2018 149 სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეათედ ჩატარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გასული წლების ყველა გამარჯვებული და ჟიურის წევრები ახალი ნაშრომების შესაქმენელად კახეთში შეიკრიბნენ. იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი მოთხრობები საიუბილეო ბროშურაში დაიბეჭდება. კრებულის პრეზენტაცია, კონკურსის გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზისა და ფულადი პრემიის გადაცემა კი საიუბილეო დაჯილდოებაზე გაიმართება. კონკურსი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.