- Advertisement -

კახეთში “ქალთა ოთახი” გაიხსნა

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.

,,ქალთა ოთახი“ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მიერ შექმნილი ღია სივრცე,რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოქალაქეების , განსაკუთრებით კი ქალების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში.ასევე ქალებისა და მამაკაცების თანაბარ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

,,ქალთა ოთახით“- სარგებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ მიიღონ საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება, გამოიყენენონ თავისუფალი და ღია სივრცე, სადაც შეესაძლებელია კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით,სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს კახეთის გუბერნატორმა,ირაკლი ქადაგიშვილმა,„HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ რეგიონულმ დირექტორმა ნანა თოფურიძემ ,პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერმა, სტეფან იოსმა და ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრადბერიმა.

აღნიშნულ სერვისი შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.“ქალთა ოთახი“კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებს.

Comments
Loading...