კახეთში ღვინის კვირეული გრძელდება კახეთის მხარე დამატების თარიღი 7 ოქტომბერი, 2017 469 კახეთში ღვინის კვირეული გრძელდება. ფესტივალ "თელავინოს" ფარგლებში ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია თელავში გამართეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ალკოჰოლური სასმელების გარდა, მხატვრების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა დაიწყო. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. "თელავინო" თელავში უკვე მეოთხედ იმართება და მისი ორგანიზატორი ,, კახეთის მეღვინეთა გილდიაა''.