- Advertisement -

კვალითის დასახლებაში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა მიმდინარეობს

კვალითის დასახლებაში,კეკელიძის ქუჩაზე, მოსახლეობისთვის, ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. პროექტი, როგორც მწვანე ზონის შექმნას, ასევე ახალი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სკვერის მოწყობის სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან, პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო.

ახალ სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე გათვლილი იქნება ქალებისა და ბავშვებისთვის, რათა ადგილობრივებს საკუთარ დასახლებაში ჰქონდეთ საუკეთესო გარემო დასვენებისა და გართობისთვის.
პროექტის ფარგლებში, ახალ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე – მცენარეები დაირგვება. მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურება, დამონტაჟდება განათების სისტემა.

პროექტს ახორციელებს ზესტაფონის მერია, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ზესტაფონის მერიის მიერ არის დაფინანსებული.

„სულ მოკლე დროში ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე დაემატება. განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი რეკრეაციული ზონა იქნება ის ადგილი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ ერთად შეკრებას, განტვირთვას და დასვენებას“,- გიორგი გოგლიჩიძე.

Comments
Loading...