- Advertisement -

კიკეთში ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა

27 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაბა კიკეთს ესტუმრნენ და ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები მოინახულეს, რომელიც კიკეთში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დამონტაჟდა.

მინისტრი და მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ და სპორტული ინვენტარი გადასცეს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტის გადამზადება, რომელიც კიკეთში მცხოვრებ ბავშვებს ავარჯიშებს.

პროექტი 2013 წელს დაიწყო და ამ დრომდე თბილისში და საქართველოს რეგიონებში 67 ქუჩის მოწყობილობა დამონტაჟდა, საიდანაც 10 წლეულს გაიხსნა. თითოეულ სავარჯიში მოწყობილობის მონტაჟზე 14 ათასი ლარი დაიხარჯა, ჯამში დახარჯულია 900 ათას ლარზე მეტი.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თელავში, გორსა და ბათუმში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასხლეების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო თბილისსა და ქუთაისში 10 სარაგბო და საფეხბურთო მოედანი შენდება. აღნიშნული, ინფრასტრუქტურლი პროექტები წლის ბოლოს დასრულდება.

პარალელურად სპორტულ ინფრასტრუქტურას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამოუკიდებლად აშენებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდები, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციები. 

Comments
Loading...