- Advertisement -

კიკ-ბოქსინგსის ტურნირში გურჯაანელმა კიკბოქსინგელებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

20-22 აპრილს, საგარეჯოში კიკ-ბოქსინგში მაღალი ლიგის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 6-მა გურჯაანელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გურჯაანელმა კიკბოქსინგელებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში მონაწილეობას მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილიც იღებდა, მან 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა, ოქროს მედლის და ქამრის მფლობელი გახდა. მისმა სპორტსმენებმა – ლაშა ფრიდონაშვილმა (75 კგ. ), ნიკა სამხარაძემ (50 კგ), ნიკა უტიაშვილმა (30 კგ) და გიორგი ქიტოშვილმა( 25 კგ) წონით კატეგორიებში იასპარაზეს და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო ნიკა ყალაბეგაშვილმა 25 კგ. წონით კატეგირიაში მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გამარჯვებულ სპორტსმენებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი, მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი შეხვდნენ, მორიგი გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
 

Comments
Loading...