- Advertisement -

კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” შშმ ბავშვებს უფასოდ ემსახურება

კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, შშმ და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების 2013 წლიდან ემსახურება.

"ეს წლები რთული გამოწვევებით და ამასთანავე მნიშვნელოვანი წარმატებებით, მიღწევებით სავსე წლები იყო. ამ პერიოდში განვახორციელეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის “დღის ცენტრების ქვეპროგრამა” ქალაქ ფოთში და ადრეული განვითარების პროგრამა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ეს პროგრამები უმნიშვნელოვანესი და ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გარდა ამისა, ამ ხუთი წლის განმავლობაში კოალიციამ კიდევ 40 პროექტი განახორციელა – 18 ქალაქ ფოთში, 22 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში“_ განაცხადა კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის" დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ფოფხაძემ.

კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0_დან 18 წლმდე მოზარდებს უფასოდ ემსახურება.

Comments
Loading...