- Advertisement -

კომპანია “ბადაგონის” მიმართ სასამართლო დავა დასრულდა

ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე "ბადაგონის" ქარხანაში ბრიფინგზე განუცხადა ჟურნალისტებს. 

გიორგი სალაყაიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

"არ შეიძლება არ ავღნიშნო თანამიმდევრული პოლიტიკა,რომელსაც ატარებს პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი და მისი გუნდი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების,თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საქმეში. გპირდებით,თქვენ ბევრჯერ იამაყებთ ჭეშმარიტად ქართული საქმით,რომელსაც ,,ბადაგონი"ჰქვია"- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა. 

კომპანია ,,ბადაგონის" მიმართ სასამართლო დავა მიმდინარე წლის 7 თებერვალს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ კომპანიიდან დოკუმენტების ამოღების შემდეგ წილების მითვისების მოტივით დაიწყო. მტკიცებულებების არ არსებობის გამო კომპანიის მისამართით დაწყებული გამოძიება დასრულდა.

Comments
Loading...