- Advertisement -

კომპანია “მაქსიმი” მათთან დასაქმებული მძღოლების აქციას ეხმაურება

გუშინ, კომპანია "მაქსიმში" დასაქმებულმა მძღოლებმა ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს. კომპანიამ აქციასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მალე ეს პრობლემა დარეგულირდება.

"ქუთაისში დროებით გაიზარდა სერვისი «მაქსიმისგან» მანქანების ლოდინის დრო. ქალაქის ფარგლებში მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით შემცირების შემდეგ ზოგიერთმა მძღოლმა შეკვეთების შესრულებაზე უარი განაცხადა. სერვისი დაარეგულირებს სიტუაციას უახლოეს დროში.

მძღოლებმა უნდა გაიგონ, რომ ცვლილებები მათთვის სასიკეთოა. ფასების შემცირების შედეგად გაიზრდება ტაქსის მომსახურებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა. იქნება უფრო მეტი შეკვეთა, შესაბამისად, ტაქსის მძღოლებს ექნებათ საშუალება მიიღონ მეტი შემოსავალი. სერვისის პროგნოზის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ტაქსზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება.

როდესაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ბევრი შეკვეთაა, მძღოლი გზადაგზა ასრულებს მათ. ანუ ის იღებს ახალ შეკვეთას იმ ადგილთან ახლოს, სადაც წინა მგზავრი ჩამოსვა. ასე ტაქსის მძღოლები ამცირებენ წამგებიან ცარიელ გარბენს და დროს ტყუილად არ ხარჯავენ. ისინი მუშაობენ უფრო ეფექტურად და გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს ფასების დაწევამდე შეეძლოთ, – ამბობს სერვისი «მაქსიმის» ხელმძღვანელი ქ. ქუთაისში დავით ქურჩიშვილი.

სერვისის თანამშრომლები ატარებენ მუშაობას მძღოლებთან და უხსნიან მათ ცვლილებების დადებით მხარეს. მალე «მაქსიმი» ჩვეული რეჟიმით იმუშავებს. ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი უხერხულობისთვის და შეგახსენებთ, რომ, თუ გსურთ უფრო სწრაფად გაემგზავროთ, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაზარდოთ მგზავრობის ღირებულება აპლიკაციაში", – აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი  ტაქსის მომსახურრბაზე ტარიფის გაზრდას მოითხოვდნენ, 

Comments
Loading...