- Advertisement -

კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი ორი დღეა გაუჩინარდა, შტაბში აღნიშნულს შანტაჟს უკავშირებნ

ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი კოტე შარაშენიძე მისი მხარდამჭერის გიორგი როყვას გაუჩინარებაზე საუბრობს. გაუჩინარების მიზეზად ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის შანტაჟს ასახელებს.

გიორგი როყვა არჩევნების პირველ ტურში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს "ევროპული საქართველოს" პარტიით. მეორე ტურში კი როგორც კოტე შარაშენიძე განმარტავს მხარდაჭერა მისთვის სურდა, რის გამოც სიორიძემ დააშინა. გიორგი როყვას მამა აცხადებს, რომ ის გუშინ დილის შემდეგ ოჯახში აღარ დაბრუნებულა და ამ დრომდე არ იციან მისი ადგილსამყოფელი. დავით როყვა დღეს შვილის მოსაძებნად განცხადების გაკეთებას პოლიციაში გეგმავს.

"სახლში იყვნემ სამართალდამცველები და გამომკითხეს. დღეს ვაპირებ მივმართო, ასევე მივალ ქართული ოცნების შტაბში. მე ოცნების წევრი ვარ 2012 წლიდან მაგრამ კოტეს ვუჭერ მხარს და ეს საწყენი არაა. თუ ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო სამიზნე მე უნდა ვყოფილიყავი. ჩემთან არავინ მოსულა და არავის უთქვამს ვინმეს მიეცი ხმაო. არ ვიცი საფრთხის ქვეშ არის თუ არა ჩრმი შვილი, მინდა რომ კარგად იყოს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი."- განუცხადა "აიპრესს" დავით როყვამ.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ "ქართული ოცნების შტაბში. შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით თუკი მათ რაიმე მტკიცებულებები აქვთ მათ ოპონენტებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ.

Comments
Loading...