- Advertisement -

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იან კელს გაცილების ცერემონიალს გელათის სამონასტრო კომპლექსში უწყობს

საქართველოში დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აშშ-ს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს იან კელის გაცილების საზიმო ცერემონიალს გელათის სამონასტრო კომპლექსში უწყობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა პატრონობის საქმეში გაწეული დიდი წვლილისთვის ელჩს სამახსოვრო საჩუქრებს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი გადასცემენ.

ელჩის გაცილების საზეიმო ცერემონიისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი ორგანიზატორების მიერ სიმბოლურად შეირჩა. სწორედ იან კელის უშუალო თანადგომითა და მონაწილეობით დაფინანსდა აშშ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ გელათის ღვითისმშობლის ტაძრის უმნიშვნელოვანესი სარეაბილიტაციო პროექტები.

Comments
Loading...