- Advertisement -

კურორტ გოდერძზე გადაადგილება პაქსაძეები-კორტოხი-ბეღლეთის გავლითაა შესაძლებელი

კურორტ გოდერძზე გადაადგილება პაქსაძეები-კორტოხი-ბეღლეთის გავლითაა შესაძლებელი, მიზეზი ორი დღის წინ განვითარებული მეწყერია. კურორტ გოდერძთან და 9 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა მესამე დღეა შეფერხებულია. ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 92 კილომეტრზე სოფელ დიოკნისთან მეწყრული პროცესები ორი დღის წინ განვითარდა. ჩამოსულმა მიწის მასამ ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად ჩახერგა. რის გამოც მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს თუმცა აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი "აიპრესთნ" აცხადებს ადგილზე მძიმე ტექნიკა რამდენიმე დღეა მუშაობს, გოჩა მელაძის განცადებით სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან, რომ დაიდოს დასკვნა ზუსტათ რასთან აქვთ საქმე, მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით თუ როდის გაიხსნება გზა ამის ზუსტი დროის თქმა არ შეუძლია იქედან გამომდინარე, რომ ადგილზე მეწყრული პროცესები კვლავ ვითარდება.

„ვგეგმავდით გზის გახსნას, მაგრამ სამწუხაროდ იქ მეწყრული პროცესები კვლავ გააქტიურდა, ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. მიმდინარეობს სამუშაოები მუნიციპალიტეტი ჩართული ვართ. ვთხოვეთ საგზაო დეპარტამენტსაც ცენტრალურსაც და ადგილობრივსაც დახმარება, ველოდებით სპეციალისტებს, რომ დადონ დასკვნა თუ რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ფაქტიურად აღნიშნულ ცენტრალურ გზაზე გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია. თუმცა კურორტზე გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს, დღეს მარშუტი პირადად დავათვალიერე ეს არის პაქსაძეები-კორტოხი- ბეღლეთის მონაკვეთია ადგილზე მოშანდაკება მოხრეშვითი სამუშაოები ფაქტიურად ხორციელდება უკვე, დამატებით ნიშნულებსაც ვაკეთებთ, რომ მგზავრებს გადაადგილების გამარტივებაში შევუწყოთ ხელი. სამწუხრაროდ გზასთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადას ვერ ვიტყვი თუ როდის გაიხსნება", – განაცხადა აიპრესთნ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ

Comments
Loading...