- Advertisement -

კურღელია: ვიმედოვნებ, როცა მოქალაქეები საკუთარი სინდისის წინაშე დარჩებიან, სწორ არჩევანს გააკეთებენ

„ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მოვიდა.

როგორც მმართველი გუნდის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მან ფოთის უკეთეს მომავალს მისცა ხმა.

„მე, რა თქმა უნდა, მხარი დავვუჭირე ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს მომავალს, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას, ახალგაზრდების უკეთეს განათლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ფოთელებისთვის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, როდესაც დარჩებიან საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე, სწორ არჩევანს გააკეთერბენ“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

Comments
Loading...