ლაგოდეხის მერის მოადგილე ავარიაში მოყვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 ივლისი, 2018 169 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს "ნისანისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებული სამი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთერთი დაშავებული, "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლი, ლაგოდეხის მერის მოადგილე, ალექსი ჭანკოტაძეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.