- Advertisement -

ლაგოდეხის მოსახლეობას 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

7 მარტს 9:00 საათიდან – 17:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

Comments
Loading...