- Advertisement -

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 60 წლამდე ქალს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 60 წლამდე ქალს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ მაწიმის მკვდირი 29 ოქტომბერს ტყეში, სოკოს საკრეფად წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება ქალის დაკარგვის შესახებ უწყებაში გუშინ შევიდა, თუმცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები ძებნის სამუშაოებს სოფლის ტყეში ახორციელებენ.

Comments
Loading...