- Advertisement -

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მოტოცილი, სადაც მამა-შვილი იჯდა ,,ფორდ ტრანზისტს,, შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...