ლაგოდეხში ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის თასის ტურნირი გაიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 ოქტომბერი, 2017 362 15 ოქტომბერს, ლაგოდეხის ტექნიკური ბაზის სტადიონზე ჩატარდა ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონის 8 გუნდი,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ფინალში ერთმანეთს ლაგოდეხის და გურჯაანის გუნდები შეხვდენენ. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით 2:0 დასრულდა. გამარვჯვებული გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის თასის ტურნირი კახეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დახმარებით ჩატარდა.