- Advertisement -

ლაგოდეხში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაეწრო და აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო მფრინავის – ჯიმი მაისურაძის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

Comments
Loading...