- Advertisement -

ლაგოდეხში, სოფელ მშვიდობაში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ მშვიდობიანში ქვეითს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც საავტომობილო გზას კვეთდა. შემთხვევის შედეგად, 80 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Comments
Loading...