- Advertisement -

ლაგოდეხში სპეციალისტებმა ტაძარს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ 9-10 საუკუნეებით თარიღდება

ლაგოდეხში  სპეციალისტებმა ტაძარს მიაკვლიეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით 9-10 საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიას აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ორი საწნახელი. ტაძარში აღმოჩნდა ძველი ქართული წარწერა და საწინამძღვრე ჯვრის ვერცხლის მორთულობა. 


არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხებიც.

სავარაუდოდ, ტერიტორია დიდ სამონასტრო კომპლექს წარმოადგენდა, რომელიც მონღოლთა შემოსევების დროს განადგურდა.

სამუშაოებს კულტურული მემვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აწარმოებს.

Comments
Loading...