- Advertisement -

ლაგოდეხში, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "მომავლის იმედი“-ს ბენეფიციარებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მერია მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეუქმნას საზეიმო განწყობა.

"თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არსებობდეს ღირსეული თანაცხოვრების გარემო", – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

Comments
Loading...