- Advertisement -

“ლანჩხუთის გურია”-ს მსაჯის გარადაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ლანჩხუთის გურია"-ს მსაჯის ილო ტუღუშის გარადაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ქართული ოცნების“ აქტივისტი ნუგზარ ცინცაძე ამტკიცებს, რომ ყოფილმა მსაჯმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად საფეხბურთო მატჩის გასაყიდად ქრთამის სახით გიორგი ინაიშვილისგან თანხა აიღო.

როგორც ნუგზარ ცინცაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ თავად გიორგი ინაიშვილთან საუბრის შემდეგ ორი დღის წინ შეიტყო. ნუგზარ ცინცაძე ამტკიცებს, რომ გამოძიებას ლანჩხუთის მოქმედი მერი ხელს მიზანმიმართულად უშლის და პროკურატურას მოუწოდებს ფაქტით დაინტერესდეს. მისივე განცხადებით მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ბრალდებებს "ქართული ოცნების" წევრებმა ადგილზევე უპასუხეს და განცხადებას უსაფუძვლო უწოდეს. "ლანჩხუთის გურია"-ს ყოფილი დირექტორი კი განმარტავს, რომ გაყიდული თამაშების შესახებ მას არ სმენია. თანხა კი ყოფილ მსაჯს ილო ტუღუშს გიორგი ინაიშვილისგან პირადი ინტერესის საფუძველზე ჰქონდა ნასესხები.

ლანჩუთის მერიაში აცხადებენ, რომ ბრალდებებს მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი მოგვიანებით უპასუხებს.

"ლანჩხუთის გურია"-ს მსაჯი ილო ტუღუში ჩამომხრჩვალი გასული წლის ნოემბერში მალთაყვას ტყეში იპოვეს. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით ამ დრომდე მიმდნარეობს, 115-ე მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა და 203-ე მუხლი- პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა.

Comments
Loading...