- Advertisement -

ლანჩხუთის მერი მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩები მოინახულა, სადაც ამ დროისთვის რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მშენებლობაა დაწყებული.

"წლების განმავლობაში ვითხოვდით სანიაღვრე არხების გაკეთებას. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის გადაჭრა. მადლობა თქვენ, რომ დაიწყო ეს სასიკეთო საქმე. წვიმის დროს ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვართ ეს პრობლემა მომავალში აღარ შეგვაწუხებს", – აცხადებენ ადგილობრივები.

სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. სანიაღვრე არხებს ამხანაგობა „ჯ.ჯ.კ.“ ასრულებს. საამისოდ 600 000 ლარია გამოყოფილი.

Comments
Loading...