- Advertisement -

ლანჩხუთის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მერმა თითოეულ სოფელში მიმდინარე პრობლემების შესახებ წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია მოისმინა.

„-ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი გასაჭირის გულთან მიტანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების პრობლემები დროულად გადაიჭრას.“_განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

მან ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

Comments
Loading...