- Advertisement -

ლანჩხუთის მერმა მოქალქეთა მიღება გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერთან ტრადიციულად მოქალქეთა მიღება გაიმართა. თავდაპირველად ალექსანდრე სარიშვილს კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები შეხვდნენ.

მათი თქმით, აუცილებელია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. მერმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად განიხილა აღნიშნული საკითხი, დაისახა პრობლემის გადაჭრის გზები.

გარდა ამისა, ალექსანდრე სარიშვილს მოქალაქეებმა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემებით მიმართეს.

Comments
Loading...