- Advertisement -

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენმა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ოთახის გადარჩენა მოხერხდა.
მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, დაზარალებულს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ .

Comments
Loading...