- Advertisement -

ლანჩხუთის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, სავარაუდოდ, სამშენებლო მასალას მიიღებენ

ლანჩხუთის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციის სახით სავარაუდოდ სამშენებლო მასალას მიიღებენ _ ეს ინფომაცია "აიპრესს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაკა სულაბერიძემ მიაწოდა. მისივე თქმით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, რადგან მუნიციპალიტეტში შექმნილ სპეციალურ კომისიას, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ-ჯერობით არ დაუსრულებია.

შეგახსენებთ, ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ძლირმა ქარმა ადგილობრივებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. სტიქიამ 40-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

Comments
Loading...