ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 მარტი, 2018 228 დღეს მთელ მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აქციის, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა, ორგანიზატორი ა(ა)იპ "პროგრესის ვექტორი" იყო, რომელსაც დახმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კუტლრუსია და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებებმა გაუწიეს. ლანჩხუთის დაუნის სინდრომის მქონე რვა ბავშვია, რომლებსაც იქვე, ქალაქის სკვერში საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საჩუქრები გადასცეს. მათ სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. დღეს ალამაზებდნენ რესტორან "ნიკალას" მსახიობებიც. დაუნის სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია. ყოველ 800 ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება.