- Advertisement -

ლანჩხუთში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.

ეტლები ბენეფიციარებს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ მიუტანეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“. მათი დახმარებით გურიის რეგიონში უკვე დარიგდა 300 – ზე მეტი ეტლი. ამ ეტაპზე აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დახმარება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 10 ბენეფიციარს გაეწია. ეტლების გადაცემა კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციასთან და გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით, მაქსიმალურად ხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება.

Comments
Loading...