- Advertisement -

ლანჩხუთში ორი ადამიანი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძების დროს მოიწამლა

დღეს დილით ლანჩხუთში, ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის დროს, ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ნინოშვილში საკუთარ სახლში, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს პირბადის გარეშე ასრულებდა, ხოლო შუახნის ქალბატონმა სოფელ ხორეთში, სპეციალური ტექნიკის მიერ გავრცელებული თერმული ნისლი შეისუნთქა.

ორივე მანთგანი ამ დროისთვის ლანჩხუთში, „მედალფას“ კლინიკაში არაინ გადაყვანილები. 

როგორც კლინკაში აცხადებენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„დღეს დილით კლინიკაში შემიოყვანეს ორი პაციენტი. არის მსუბუქი ინტოქსიკაცია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- აცხადებენ კლინიკაში.
როგორც „აიპრესსს“ ლანჩხუთის მერიაში განუცხადეს, შეწამვლითი სამუშოების დაწყებამდე, მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს და შესაბამისი რეკომანდაციებიც გაუწიეს.

Comments
Loading...