- Advertisement -

ლანჩხუთში ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის ხელმძღვანელობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შტაბის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერს ის სამოქმედო გეგმა გააცნო, რაც მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველადაა დაგეგმილი. 

ლანჩხუთში 3 მანქანა უკვე ჩამოვიდა, რომლებიც თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდით იმუშავებს, ხოლო გაშლილი ფართობებები 2 ტრაქტორის მეშვეობით შეიწამლება.

ლაშა შალამბერიძემ მძღოლებთან ერთად სატესტო რეჟიმში ახალი დანადგარები გამოსცადა.

შეგახსენებთ, რომ ფერომონების დამონტაჟების შედეგად ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. წამლობა კვირის ბოლოს სოფელ ნიგოითიდან დაიწყება და მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
 

Comments
Loading...